ნოემბერი 28, 2023

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა

   ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი  სოლიდარობას  უცხადებს გლობალურ კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 16 დღე გრძელდება. კვირეულის ფარგლებში, გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, კოლეჯში იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები.

„გაანარინჯისფრე სამყარო, დაასრულე ქალთა მიმართ ძალადობა ახლა!“

   სტაფილოსფერი dress code-ით, ამ სიმბოლური ჟესტით, უერთდება ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მსოფლიო გზავნილს,  იმ საერთო მიზანს, რომელიც  მოიცავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას.