ივნისი 23, 2025

არგონ რკალური შემდუღებელი

არგონ რკალური შემდუღებელი

()იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან გადამზადების პროგრამაზე არგონრკალური შემდუღებელი".


პროგრამა სრულად ფინანსდება პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.

რეგისტრაცია გაგრძელდება: 16 ივნისიდან – 26 ივნისის ჩათვლით.

სწავლა იწყება: 30 ივნისს

რეგისტრაცია განხორციელდება შემდეგ ბმულზეvet.emis.ge

არგონ რკალური შემდუღებლის პროფესიული გადამზადების პროგრამა ითვალისწინებს სფეროში არსებული კადრების გადამზადებას დროის მოკლე პერიოდშიპროგრამა შემუშავებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოფს აღნიშნული მიმართულებით საჭირო უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებასრაც საჭიროა კვალიფიციური არგონ-რკალური შემდუღებლის გადამზადებისთვის.

პროგრამის ხანგრძლივობა: 12 კვირა.

დაშვების წინაპირობა:

  • სრული ზოგადი განათლება;
  • სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა No IV - 100/“, ჯანმრთელობის
    დამადასტურებელი ცნობა;
  • შემდუღებლის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სამუშაო ცნობა.

პროფესიულ გადამზადების პროგრამაზე სწავლა ფინანსდება სრულად პროფესიული უნარების სააგენტოს მიერაქედან გამომდინარე ყველა მსურველს ეძლევა შესაძლებლობა ისწავლოს უფასოდ!

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თქვენ შეისწავლით:

  • მასალების დაჭრის პროცედურების გამოყენება შედუღების პროცესისთვის მზადებაში;
  • კომპონენტების მომზადება შედუღების პროცესისთვის;
  • გადასატანი თერმული და აირული დანადგარებით მასალის დაჭრა;
  • მშრალი ჰიპარბარიული შედუღების პროცედურების ჩატარება;
  • მშრალი ჰიპარბარიული შედუღების მეთოდების სპეციფიკაციების გამოყენება;
  •          მშრალი ჰიპარბარიული შედუღების ტექნიკის გამოყენება;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


ტელ: 551 224 225
Email: 
info.rtc2016@gmail.com;
WEB: 
rtc.edu.ge
მისამართითემქის დასახლება, XI მკ.. III კვ, Tbilisi, Georgia, 0191