მოკლევადიანი გადამზადების პროგრამაზე "ლიფტების ტექნიკური მომსახურება და რემონტი" რეგისტრაციის შესახებ
(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან გადამზადების პროგრამაზე "ლიფტების ტექნიკური მომსახურება და რემონტი".
პროგრამა სრულად ფინანსდება ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.
რეგისტრაცია გაგრძელდება: 12 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით;
სწავლა იწყება: 2 თებერვალს;
რეგისტრაცია განხორციელდება შემდეგ ბმულზე: vet.emis.ge;
პროფესიული გადამზადების პროგრამა შემუშავებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოფს ლიფტების ტექნიკურ და სამრეწველო ექსპლუატაციას და აღნიშნული მიმართულებით საჭირო უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას, რაც საჭიროა კვალიფიციური ლიფტების ტექნიკოსისთვის/ელ.მექანიკოსისთვის. პროფესიული გადამზადების პროგრამის ხანგრძლოვობა შეადგენს 12 კვირას, კვირაში 16 საათიანი დატვირთვით. პროგრამის სრული მოცულობა შეადგენს 192 საათს. სწავლება ხორციელდება პარტნიორ ორგანიზაციასტან - შპს "ლიფტების მართვის და მონიტორინგის ცენტთან" თანამშრომლობით.
პროგრამის ხანგრძლივობა: 12 კვირა.
დაშვების წინაპირობა: ლიფტების ტექნიკოსად/ელექტრიკოსად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
პროფესიულ გადამზადების პროგრამაზე სწავლა ფინანსდება სრულად პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ, აქედან გამომდინარე ყველა მსურველს ეძლევა შესაძლებლობა ისწავლოს უფასოდ!
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თქვენ შეისწავლით:
1. ლიფტების უსაფრთხოების კომპონენტების გამართვა;
2. ლიფტების მუშა რეჟიმში ჩართვა;
3. ლიფტების ტექნიკური მომსახურება;
4. ლიფტების დიაგნოსტიკა, შეკეთება, დემონტაჟი-მონტაჟი;
5. შრომის,სახანძრო, ელექტროუსაფრთხოების საკითხების გაანალიზება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 551 224 225
Email: info.rtc2016@gmail.com;
WEB: rtc.edu.ge
მისამართი: თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვ,
Tbilisi, Georgia, 0191