სექტემბერი 19, 2025

მოკლევადიანი მომზადების პროგრამის „ელექტრო შემდუღებელი“ რეგისტრაციის შესახებ

მოკლევადიანი მომზადების პროგრამის „ელექტრო შემდუღებელი“ რეგისტრაციის შესახებ

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ჩაერთო ქ. თბილისის მერიის მუნიციპალურ პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“.

მიმდინარეობს რეგისტრაცია მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე „ელექტრო შემდუღებელი;

  რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ შემდეგ ბმულზე: https://dasakmdi.ge/

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

  • მინიმალური ასაკი 18 წელი;
  • სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV - 100/“, ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა;
  • ქალაქ თბილისში რეგისტრაცია.

პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

  • ონლაინ რეგისტრაცია;
  • დოკუმენტაციის გადარჩევა;
  • გასაუბრება.

სწავლების პერიოდი: 11 კვირა;

 პროგრამის მიზანია

 მოამზადოს მსმენელი ელექტრო შედუღების სპეციალისტადრომელიც შეიძენს იმ უნარებსრაც სჭირდება მასალების მომზადებისთვის შესადუღებლად და ან ასაწყობად.პროგრამა შემუშავებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოფს აღნიშნული მიმართულებით საჭირო უნარებისა და კომპეტენციების შეძენას და გაუმჯობესებასრაც საჭიროა კვალიფიციური ელექტრო შემდუღებლის მომზადებისთვის.

პროგრამაში ისწავლება:

 

  • მექანიკური ჭრის დანადგარებით მასალის დაჭრა;
  • გადასატანი თერმული და აირული დანადგარებით მასალის დაჭრა;
  • მაკრატლების და საჭრელი დაზგის გამოყენებით მასალის ჭრა;
  • პლაზმური აირის ჭრის მოწყობილობების გამოყენება მასალების დასაჭრელად და ფორმის მისაცემად;
  • მეტალის აქტიური აირით (MAG) და მეტალის პასიური აირით (MIG) შედუღების ტექნიკების გამოყენება;
  • მეტალის აქტიური აირით (MAG) და მეტალის პასიური აირით (MIG) შედუღების ტექნიკებისთვის საჭირო მოწყობილობების გამოყენება;

სწავლის დაწყების თარიღი:  2025 წლის 27 ოქტომბერი;

  დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

551 224 225;

info.rtc2016@gmail.com;

rtc.edu.ge

თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვ, Tbilisi, Georgia, 0191