დეკემბერი 5, 2024

რეგისტრაცია მოკლევადიანი მომზადების პროგრამაზე „ელექტრო შემდუღებელი

რეგისტრაცია მოკლევადიანი მომზადების პროგრამაზე „ელექტრო შემდუღებელი

  ()იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე „ელექტრო შემდუღებელი".


პროგრამა სრულად ფინანსდება პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.

რეგისტრაცია გაგრძელდება 30 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით.

სწავლა იწყება 23 დეკემბერს.

რეგისტრაცია განხორციელდება შემდეგ ბმულზეvet.emis.ge

  შემდუღებლის პროფესიული მომზადების პროგრამა ითვალისწინებს სფეროში
არსებული კადრების მომზადებას დროის მოკლე პერიოდშიპროგრამა შემუშავებულია
შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოფს აღნიშნული
მიმართულებით საჭირო უნარებისა და კომპეტენციების შეძენას და გაუმჯობესებასრაც
საჭიროა კვალიფიციური ელექტრო შემდუღებლის მომზადებისთვის.

 

პროგრამის ხანგრძლივობა: 11 კვირა.

დაშვების წინაპირობა:

1.     სრული ზოგადი განათლება;

2.     სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა No IV - 100/“, ჯანმრთელობის
დამადასტურებელი ცნობა.

  პროფესიულ მომზადების პროგრამაზე სწავლა ფინანსდება სრულად პროფესიული უნარების სააგენტოს მიერაქედან გამომდინარე ყველა მსურველს ეძლევა შესაძლებლობა ისწავლოს უფასოდ!

 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თქვენ შეისწავლით:

 

  • პლაზმური აირის ჭრის მოწყობილობების გამოყენება მასალების დასაჭრელად და ფორმის მისაცემად;
  • მეტალის აქტიური აირით (MAG) და მეტალის პასიური აირით (MIG) შედუღების
    ტექნიკების გამოყენება;
  • გადასატანი თერმული და აირული დანადგარებით მასალის დაჭრა;
  • მეტალის აქტიური აირით (MAG) და მეტალის პასიური აირით (MIG) შედუღების
    ტექნიკებისთვის საჭირო მოწყობილობების გამოყენება.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 551 224 225
Email: 
info.rtc2016@gmail.com;
WEB: 
rtc.edu.ge
მისამართითემქის დასახლება, XI მკ.. III კვ, Tbilisi, Georgia, 0191