სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი აცხადებს მიღებას მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამაზე “ტექნიკური ნახაზების მხაზველი”

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი აცხადებს მიღებას მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამაზე “ტექნიკური ნახაზების მხაზველი”.
პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის, მათ შორის დამწყები სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის.
პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა გეძლევათ შეისწავლოთ:
ნახაზების რედაქტირება;
ნახაზების ანოტირება;
სხვადასხვა ტიპის ფაილის გამოყენება;
საპროექტო დოკუმენტაციის ფორმირება;
საინჟინრო არქიტექტურული, სამშენებლო და კონსტრუქციული ნახაზების აგების
პროცესი.
პროგრამა მოიცავს 8 სასწავლო კვირას;
დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება.
იჩქარეთ, დარეგისტრირდით მოცემულ პროგრამაზე, დაეუფლეთ აღნიშნულ პროფესიასა და დასაქმდით თქვენთვის სასურველ კომპანიაში.
რეგისტრაცია გრძელდება მიმდინარე წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 555 528 786;
Email: info.rtc2016@gmail.com;
Web: www.rtc.edu.ge