მოკლევადიანი მომზადების პროგრამაზე „საწყობის ლოგისტიკის სპეციალისტი“ რეგისტრაციის შესახებ

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე „საწყობის ლოგისტიკის სპეციალისტი“.
პროგრამა სრულად ფინანსდება პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.
რეგისტრაცია გაგრძელდება: 12 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით;
სწავლა იწყება: 26 იანვარს;
რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ შემდეგ ბმულზე: vet.emis.ge;
პროგრამის მიზანია
მოამზადოს მსმენელი საწყობის ლოგისტიკის სპეციალისტად, რომელიც შეძლებს ტვირთის კლასიფიცირებას, ტვირთის მიღებას საწყობში, სათავსოში შენახვას, ტვირთის გაცემას საწყობიდან და სასაწყობო დოკუმენტებთან მუშაობას.
პროგრამის ხანგრძლივობა: 15 კვირა.
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება;
მსმენელები გაივლიან პრაქტიკულ კომპონენტს რეალურ სამუშაო სივრცეში, სს საქართველოს რკინიგზის საწყობის ტერიტორიაზე.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თქვენ შეისწავლით:
- საწყობის ტექნიკისა და აღჭურვილობის მოვლა-შენახვის წესების და უსაფრთხოების ნორმების აღწერა.
- საწყობში საქონლის მიღება;
- მიღებული საქონლის შემოწმება;
- მიღებული საქონლის ანგარიშგების წარმოება
- შიდა ტრანსპორტირებისთვის საქონლის მომზადება;
- საქონლის შიდა ტრანსპორტირება
- საქონლის დასაწყობება;
- ტვირთების დაცულობის უზრუნველყოფა;
- აგროვების დოკუმენტის შემოწმება;
- საქონლის აგროვება;
- საქონლის მარკირება;
- საწყობის მართვის ელექტრონულ პროგრამაში გატარებების წარმოება
- საქონლის გასაცემად მომზადება;
- საქონლის დატვირთვა;
- ტვირთის გაცემის დოკუმენტაციის წარმოება;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 551 224 225
Email: info.rtc2016@gmail.com;
WEB: rtc.edu.ge
მისამართი: თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვ, Tbilisi, Georgia, 0191