იანვარი 12, 2026

მოკლევადიანი მომზადების პროგრამაზე „საწყობის ლოგისტიკის სპეციალისტი“ რეგისტრაციის შესახებ

მოკლევადიანი მომზადების პროგრამაზე „საწყობის ლოგისტიკის სპეციალისტი“ რეგისტრაციის შესახებ

()იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე „საწყობის ლოგისტიკის სპეციალისტი“.
პროგრამა სრულად ფინანსდება პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.
რეგისტრაცია გაგრძელდება: 12 იანვრიდან  22 იანვრის ჩათვლით;
სწავლა იწყება: 26 იანვარს;
გისტრაცია შესაძლებელია ონლაინ შემდეგ ბმულზეvet.emis.ge;

პროგრამის მიზანია


მოამზადოს მსმენელი საწყობის ლოგისტიკის სპეციალისტად, რომელიც შეძლებს ტვირთის კლასიფიცირებას, ტვირთის მიღებას საწყობში, სათავსოში შენახვას, ტვირთის გაცემას საწყობიდან და სასაწყობო დოკუმენტებთან მუშაობას.

პროგრამის ხანგრძლივობა: 15 კვირა.
დაშვების წინაპირობა:  სრული ზოგადი განათლება;

მსმენელები გაივლიან პრაქტიკულ კომპონენტს რეალურ სამუშაო სივრცეში, სს საქართველოს რკინიგზის საწყობის ტერიტორიაზე.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თქვენ შეისწავლით:

  • საწყობის ტექნიკისა და აღჭურვილობის მოვლა-შენახვის წესების და უსაფრთხოების ნორმების აღწერა.
  • საწყობში საქონლის მიღება;
  • მიღებული საქონლის შემოწმება;
  • მიღებული საქონლის ანგარიშგების წარმოება
  • შიდა ტრანსპორტირებისთვის საქონლის მომზადება;
  • საქონლის შიდა ტრანსპორტირება
  • საქონლის დასაწყობება;
  • ტვირთების დაცულობის უზრუნველყოფა;
  • აგროვების დოკუმენტის შემოწმება;
  • საქონლის აგროვება;
  • საქონლის მარკირება;
  • საწყობის მართვის ელექტრონულ პროგრამაში გატარებების წარმოება
  • საქონლის გასაცემად მომზადება;
  • საქონლის დატვირთვა;
  • ტვირთის გაცემის დოკუმენტაციის წარმოება;

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


ტელ: 551 224 225
Email: 
info.rtc2016@gmail.com;
WEB: 
rtc.edu.ge
მისამართი: თემქის დასახლება, XI მკ.. III კვ, Tbilisi, Georgia, 0191