აპრილი 2, 2025

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში

 


  ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი შეუერთდა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშვნას, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა. ლექციას გაუძღვა ნეიროგანვითარების ცენტრის სუპერვაიზერი - მაკო გაგნიძე.

  შეხვედრა მიზნად ისახავდა პროფესიული სტუდენტების, პედაგოგიური პერსონალისა და ადმინისტრაციის წევრების ცნობიერების ამაღლებას, ინფორმირებულობას და მიმღებლობის ზრდას აუტიზმის სპექტრის შესახებ. პრეზენტაციის დასრულებას მოჰყვა განხილული საკითხების კითხვა-პასუხით შეჯამება.

  სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი განაგრძობს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას და ინკლუზიური გარემოს შექმნას, სადაც ყველა ადამიანს ეძლევა განვითარებისა და წარმატების თანაბარი შესაძლებლობა. 


ფოტოები