ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსი მიენიჭა

სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 17 აგვისტოს № 2-2/96 ბრძანებით, ა(ა)იპ „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს“ მიენიჭა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსი.
გაცნობებთ, რომ საქართველოს სარკინიგზო კოდექსსა და საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის №17 დადგენილებით დამტკიცებულ „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად იმ ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვასთან, 2027 წლის 1 იანვრიდან მოეთხოვებათ, მინიმუმ ერთი სერტიფიცირებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი ჰყავდეთ.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ საგანმანათლებლო რეპუტაციას და ამჯერადაც მსმენელებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის ტრენინგ-კურსს, რომლის დასრულების შემდეგ პირი შეძლებს დაძლიოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და წარმატებით მოიპოვოს სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაცემული სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი.