ივლისი 15, 2026

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში მოკლევადიან მომზადება/გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში მოკლევადიან მომზადება/გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია შემდეგ მოკლევადიან მომზადება/გადამზადების პროგრამებზე:

ელექტრო-აირ შემდუღებელი

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება.

პროგრამის მიზანია მსმენელის მომზადება ელექტრო-აირ შედუღებისა და ჭრის სპეციალისტად, რომელიც დაეუფლება სხვადასხვა ტიპის ლითონის მასალების დამუშავების, შედუღებისა და ჭრის თანამედროვე ტექნოლოგიებს, უსაფრთხოების წესებსა და შესაბამისი ინსტრუმენტებისა და დანადგარების ეფექტიან გამოყენებას.

პლასტმასის შემდუღებელი

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება.

პროგრამა მიზნად ისახავს კვალიფიციური შემდუღებლის მომზადებას, რომელიც შეძლებს პოლიეთილენის მილების შედუღების სამუშაოების მაღალი ხარისხით შესრულებას და კონკურენტუნარიანი პროფესიული უნარების შეძენას.

არგონ-რკალური შემდუღებელი

დაშვების წინაპირობა:

  • სრული ზოგადი განათლება;
  • შემდუღებლის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სამუშაო ცნობა.

პროგრამა ითვალისწინებს მსმენელის გადამზადებას არგონ-რკალური (TIG) შედუღების სპეციალისტად, რომელიც დაეუფლება თანამედროვე შედუღების ტექნოლოგიებსა და მათი უსაფრთხოდ გამოყენების პრაქტიკულ უნარებს.

დასაქმებულების დაცვა პროფესიული დაავადებებისაგან

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება.

პროგრამის მიზანია მსმენელის მომზადება უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის, პროფესიული დაავადებების პრევენციისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების პრაქტიკაში ეფექტიანად განხორციელებისთვის.

რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, პორტალზე: www.vet.ge.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ.: 551 224 225
E-mail: info.rtc2016@gmail.com
Web: rtc.edu.ge
მისამართი: თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვ., თბილისი, 0191.


ფოტოები