აგვისტო 24, 2026

დაიწყო რეგისტრაცია სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აკრედიტებულ ტრენინგ-კურსზე "სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი"

დაიწყო რეგისტრაცია  სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აკრედიტებულ ტრენინგ-კურსზე "სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი"

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯისთვის უფლებამოსილების მინიჭების ფარგლებში კოლეჯი აცხადებს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტების მომზადების პროგრამაზე მსმენელთა მიღებას!

  • რეგისტრაცია მიმდინარეობს 24 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით;
  • რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/1zzaFcu84kz5kpby6
  • გასაუბრება ჩატარდება 10–11 სექტემბერს;
  • სწავლის საფასური 1 მსმენელისთვის შეადგენს 650 ლარს;
  • სწავლა დაიწყება 14 სექტემბერს;

 ტრენინგ-კურსი უზრუნველყოფს შესაბამისი ცოდნისა და კომპეტენციების მიღებას სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან, შეფუთვასთან, დატვირთვასთან, გადმოტვირთვასა და დახარისხებასთან დაკავშირებით - საქართველოს კანონმდებლობისა და სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის რეგულაციის (RID) მოთხოვნების გათვალისწინებით.

 სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კოლეჯი გასცემს სწავლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, რომლის საფუძველზეც მსმენელი დაიშვება სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოში სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სასერტიფიკატო გამოცდაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ.: 551 224 225;

ელ.ფოსტა:  info.rtc2016@gmail.com;

 ვებ გვერდი : rtc.edu.ge;

მისამართები: თბილისი, ზღვის უბანი, XI მკ.რ. III კვ; 

                        სამტრედია, რუსთაველის ქ. N 28;