ივნისი 10, 2026

ღია კარის დღეები სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში

ღია კარის დღეები სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში

 გაინტერესებს პროფესიული განათლება? ეწვიე სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს და ადგილზე გაეცანი კოლეჯს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და იმ პერსპექტივებს, რასაც პროფესიული განათლება გთავაზობს.

 ღია კარის დღის ფარგლებში დაინტერესებული პირები:

• გაეცნობიან კოლეჯში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს;
• დაათვალიერებენ თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებსა და სახელოსნოებს;
• მიიღებენ ინფორმაციას პროფესიული განათლების პერსპექტივების შესახებ.

სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა შემდეგ ვორქშოფებში:

  • ლოკომოტივის მემანქანე;
  • მეხანძრე;

 გარდა ამისა, დეტალური ინფორმაციისთვის, დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები კოლეჯის ფუნქციონირებისა და განსახორციელებელი სასწავლო პროგრამების შესახებ.