მაისი 25, 2026

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

29 მაისის ჩათვლით მიმდინარეობს რეგისტრაცია შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა;
  • სარელსო დეფექტოსკოპია;
  • რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობა;
  • ლოკომოტივისა და ძრავვაგონიანი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური მომსახურება და რემონტი;
  • სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების ელექტრომექანიკა.
  • სავაგონო მეურნეობა;
  • სარკინიგზო გადაზიდვები.

დეტალური ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ იხილეთ კატალოგში:

რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, პორტალზე: www.vet.ge;

პროგრამები განხორციელდება სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯისა და სს „საქართველოს რკინიგზის“ ბაზაზე.

დასაქმება:

რკინიგზის ლიანდაგის მშენებელს შეუძლია დასაქმდეს კერძო და საჯარო სექტორში, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებული იქნება რკინიგზების მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასა და ექსპლუატაციასთან.

სარელსო დეფექტოსკოპისტს შეუძლია დასაქმდეს კერძო და საჯარო სექტორში: სარკინიგზო, საქალაქო და სამრეწველო სარელსო ტრანსპორტის მიმართულებით. სამუშაო გარემო ღია და დახურულ (გვირაბი, მეტროპოლიტენი) სივრცეში, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში.

რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობის ელექტრომექანიკოსს შეუძლია დასაქმდეს ელექტროსადგურებში, წევისა და სატრანსფორმატორო ქვესადგურებში, ინდუსტრიულ საწარმოებში, კერძო სექტორში, რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობაში.

ლოკომოტივისა და ძრავვაგონიანი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის სპეციალისტს შეუძლია დასაქმდეს რკინიგზის სალოკომოტივო დეპოებში, ტექნიკური მომსახურების პუნქტებში, მეტროპოლიტენში, ლოკომოტივების მშენებელ და რემონტის ქარხნებში.

სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების ელექტრომექანიკოსს შეუძლია დასაქმდეს ელექტრომექანიკოსად როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა რკინიგზის სცბ-ს სამსახურში, სადაც საქმიანობას ახორციელებს ღია ცის ქვეშ, შენობებში და ოფისში; ასევე - ნებისმიერ სამრეწველო, საქალაქო, კავშირგაბმულობის თუ სოფლის მეურნეობის ობიექტზე, ელექტრომონტიორად ნებისმიერ საწარმოში.

სავაგონო მეურნეობის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს რკინიგზის სამგზავრო და სავაგონო მეურნეობის დეპოებში, მიმდინარე-აღდგენითი შეკეთების საამქროებში, ტექნიკური მომსახურების პუნქტებში, ვაგონმშენებელ და/ან ვაგონშემკეთებელ ქარხნებში, მეტროპოლიტენის ვაგონსარემონტო საწარმოებში.

სარკინიგზო გადაზიდვების სპეციალისტს შეუძლია დასაქმდეს რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე (ოფისი ან/და ღია ცის ქვეშ), აგრეთვე სამრეწველო ორგანიზაციებში, რომლებსაც გააჩნიათ სარკინიგზო მისასვლელები (პორტები, ფაბრიკა-ქარხნები და სხვა).

კონსულტაციებისა და დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ.: 0322 20 54 24; 
E-mail: info.rtc2016@gmail.com
Web: www.rtc.edu.ge

მისამართები:

0191, თბილისი, ზღვის უბანი, XI მკ.რ. III კვ.;
3900, სამტრედია, რუსთაველის ქ. N 28;
თეთრიწყარო, სოფელი დაღეთი.


ფოტოები