აპრილი 7, 2019

პროფესიულ სტუდენტთა საგაზაფხულო რეგისტრაცია

პროფესიულ სტუდენტთა საგაზაფხულო რეგისტრაცია

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი 8-დან 19 აპრილის ჩათვლით აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას სარკინიგზო ინდუსტრიაში ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებზე:

Ø  რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა - 20 თვე;

Ø  რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობ- 22 თვე;

Ø  რკინიგზის ელექტრომოძრავი შემადგენლობ- 20 თვე;

Ø  სავაგონო  მეურნეობ - 20 თვე;  

Ø  რკინიგზის  ტრანსპორტზე  სიგნალიზაცია,  ცენტრალიზაცია   და  ბლოკირება - 20 თვე;

Ø  არკინიგზო  გადაზიდვები - 20 თვე;

Ø  ლოკომოტივის მართვა - 20 თვე;

Ø  სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა - 12 თვე;

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევაში და რეგისტრაციაში დაგეხმარებიან კოლეჯის წარმომადგენლები, რომლებიც მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების, დუალური სწავლების უპირატესობისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობების შესახებ.

ჩვენი ნებისმიერი კურსდამთავრებული გარანტირებულად დასაქმდება სს საქართველოს რკინიგზაში!

სწავლა ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით და არის სრულიად უფასო! პროფესიული განათლების მიღებისთვის მინიმალური ასაკი არის 18 წელი.

რეგისტრაციის გასავლელად მობრძანდით ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში და თან იქონიეთ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.


მისამართი: ქ. თბილისი, თემქის მე-11 მ/რ, მე-3 კვარტალი, ნაკვეთი 01/10 (თბილისის ზღვის ასახვევთან), ყოველდღე 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე, შაბათ-კვირის ჩათვლით.


იხილეთ მდებარეობა რუკაზე


ტელ: 577 17 80 65 

გისურვებთ წარმატებას! 


ფოტოები