სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო მიღებას აცხადებს

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი 24 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით აცხადებს საგაზაფხულო მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა;
სწავლის ხანგრძლივობა: კოოპერაციული – 17 თვე; ინტეგრირებული – 21 თვე.
- სარელსო დეფექტოსკოპია;
სწავლის ხანგრძლივობა: კოოპერაციული – 17 თვე; ინტეგრირებული – 21 თვე.
- რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობა;
სწავლის ხანგრძლივობა: კოოპერაციული – 17 თვე; ინტეგრირებული – 21 თვე.
- ლოკომოტივისა და ძრავვაგონიანი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური მომსახურება და რემონტი;
სწავლის ხანგრძლივობა: კოოპერაციული – 17 თვე; ინტეგრირებული – 21 თვე.
- სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების ელექტრომექანიკა;
სწავლის ხანგრძლივობა: კოოპერაციული – 17 თვე; ინტეგრირებული – 21 თვე.
- სავაგონო მეურნეობა;
სწავლის ხანგრძლივობა: კოოპერაციული – 17 თვე; ინტეგრირებული – 21 თვე.
- სარკინიგზო გადაზიდვები;
სწავლის ხანგრძლივობა: კოოპერაციული – 17 თვე; ინტეგრირებული – 21 თვე.
დეტალური ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ იხილეთ კატალოგში.
რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, პორტალზე: www.vet.ge.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველი აპლიკანტების შერჩევა მოხდება მოტივაციური გასაუბრების საფუძველზე.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავებულია და ხორციელდება სს „საქართველოს რკინიგზასთან“ მჭიდრო თანამშრომლობით.
კონსულტაციებისა და დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: 0322 20 54 24; +995 577 178 065;
E-mail: info.rtc2016@gmail.com
Web: www.rtc.edu.ge
მისამართი:
0191, თბილისი, ზღვის უბანი, XI მკ.რ. III კვ.;
3900, სამტრედია, რუსთაველის ქ. N 28;
თეთრიწყარო, სოფელი დაღეთი.