მაისი 7, 2026
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი თბილისის №159 საჯარო სკოლას ესტუმრა

(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა რეკრუტირების ფარგლებში შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 159-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებთან.
სკოლის მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში გამოცხადებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, ისე კოლეჯის საქმიანობის, სტუდენტური სერვისების, დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმებსა თუ სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინტეგრირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. მოსწავლეები ამომწურავად გაეცნენ რეგისტრაციის პროცესსა და საჭირო პროცედურებს.
შეხვედრა დასრულდა კითხვა-პასუხის სესიით, სადაც დაინტერესებულმა მოსწავლეებმა დამატებითი ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე.