სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ადმინისტრაციულ პერსონალთან პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ადმინისტრაციულ პერსონალს ჩაუტარდა პრეზენტაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე.
პრეზენტაცია წარადგინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა, ლაშა უსტიაშვილმა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა, სამუშაო ადგილზე ელექტრონული ფოსტის გამოყენების წესები, ინციდენტის იდენტიფიცირებისა და მასზე რეაგირების პროცედურები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებები.
შეხვედრის დასასრულს წარიმართა კითხვა-პასუხის სესია, რომელმაც პერსონალს საშუალება მისცა დაეზუსტებინა მათთვის საინტერესო საკითხები.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, სისტემატურად უზრუნველყოფს პერსონალის ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას მონაცემთა დაცვის მიმართულებით.