სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის წარმომადგენლები ბურის საჯარო სკოლას ესტუმრნენ

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის წარმომადგენლები რეკრუტირების ფარგლებში ეწვივნენ ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის #1 საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს.
შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში გამოცხადებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის შესახებ. ამასთანავე, მოსწავლეები გაეცნენ კოლეჯის საქმიანობის, სტუდენტური სერვისების, დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმებისა და კოლეჯში არსებულ სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგისტრაციის პროცესს, რომელიც 11 მაისამდე გაგრძელდება. მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, სადაც დაინტერესებულ მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.