მაისი 13, 2026

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა სამტრედიის სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა სამტრედიის სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა რეკრუტირების ფარგლებში შეხვედრა გამართა ქ. სამტრედიის №1, №3, №11 და №12 სკოლის მოსწავლეებთან.

სკოლის მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების, ისე პროფესიულ განათლებაში არსებული სიახლეების შესახებ. ისინი გაეცნენ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, კოლეჯის საქმიანობას, სტუდენტური სერვისების მრავალფეროვან აქტივობებსა და დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამტრედიაში არსებული სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ჰიბრიდული სასწავლო ცენტრის შესახებ იმ

ინფორმაციის მიწოდებასა და იმ პერსპექტივებს, რასაც ცენტრი სთავაზობს დაინტერესებულ პირებს.

შეხვედრა დასრულდა ინტერაქტიული სესიით, სადაც დაინტერესებულმა მოსწავლეებმა დამატებითი ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე.


ფოტოები