სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა თბილისის 138-ე და 142-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა რეკრუტირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 138-ე და 142-ე საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებთან.
სკოლის მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სტუდენტური სერვისების, დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმებისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების შესახებ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინტეგრირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროფესიული განათლების მრავალფეროვან შესაძლებლობებს, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს როგორც პროფესიის დაუფლების, ისე შემდგომი კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.