ივნისი 15, 2026

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ღია კარის დღე გაიმართა

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ღია კარის დღე გაიმართა

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ღია კარის დღე გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, ახლოდან გასცნობოდნენ კოლეჯის საგანმანათლებლო გარემოს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და იმ კარიერულ შესაძლებლობებს, რომელსაც პროფესიული განათლება თანამედროვე შრომის ბაზარზე სთავაზობს.

მონაწილეებმა დაათვალიერეს კოლეჯის თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, აღჭურვილი ლაბორატორიები და სახელოსნოები, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ ცოდნასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებს იძენენ.

ღია კარის დღის ერთ-ერთ გამორჩეული ნაწილს წარმოადგენდა პრაქტიკული ვორქშოფი - „ლოკომოტივის მემანქანე", რომლის ფარგლებში მონაწილეებმა პროფესიის სპეციფიკა და მისი პრაქტიკული ასპექტები ახლოდან გაიცნეს.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო დაინტერესებული პირებისთვის, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებისა და პროფესიის მაძიებლებისთვის, ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და იმ გარემოს გაცნობა, სადაც მათ მომავალში განათლების მიღება შეეძლებათ.

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი განახლებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს პროფესიულ განათლებას, რომელიც სრულად პასუხობს დღევანდელი შრომის ბაზრის მოთხოვნებს, ხოლო სტუდენტებს წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის ამზადებს.


ფოტოები