ტრეფიკინგის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით კოლეჯში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „ტრეფიკინგი - მითები და რეალობა“.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო პროფესიული სტუდენტების ცნობიერების ამაღლება როგორც ტრეფიკინგის სხვადასხვა ფორმაზე - შრომითი, სექსუალური, იძულებითი მათხოვრობა და კრიმინალი, ორგანოებით ვაჭრობა და ფიქტიური ქორწინება - ისე მისი მოქმედების მექანიზმებისა და მსხვერპლთა დაცვის გზების შესახებ.
ღონისძიება დაიწყო ინტერაქციული აქტივობით, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა ჩამოწერეს საკუთარი ასოციაციეები ტრეფიკინგზე, დააჯგუფეს და განიხილეს თითოეული მათგანი, რის შემდეგაც შეხვედრა გაგრძელდა პრეზენტაციით.
პრეზენტაციის დროს მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალებისა და არასრულწლოვანი ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ტრეფიკინგისა და ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე, ისაუბრეს პრობლემის გამომწვევ სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებსა და გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ძალადობის პრევენციაში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზოგადოების როლს ტრეფიკინგისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.