ივნისი 17, 2026
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საგაზაფხულო მიღების აპლიკანტებთან მოტივაციური გასაუბრება ჩატარდა

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ჩატარდა 2026 წლის საგაზაფხულო მიღებაზე რეგისტრირებული აპლიკანტების შესარჩევი მოტივაციური გასაუბრება შემდეგ კოოპერაციულ და ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა;
- სარელსო დეფექტოსკოპია;
- რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობა;
- ლოკომოტივისა და ძრავვაგონიანი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური მომსახურება და რემონტი;
- სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების ელექტრომექანიკა;
- სავაგონო მეურნეობა;
- სარკინიგზო გადაზიდვები;
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი წარმატებას უსურვებს შერჩეულ ყველა აპლიკანტს.