ივნისი 30, 2026

სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის ახალი მოთხოვნები და კოლეჯის საგანმანათლებლო ინიციატივა

სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის ახალი მოთხოვნები და კოლეჯის საგანმანათლებლო ინიციატივა

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე - "სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის მიმართულებით, საკანონმდებლო ცვლილებები და ახალი რეგულაციები", რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გახსნა და დასავლეთ საქართველოში სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის განმახორციელებელ ორგანიზაციებს დაუკავშირდა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალ მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, 2027 წლის 1 იანვრიდან სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს მოეთხოვებათ მინიმუმ ერთი სერტიფიცირებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის ყოლა.

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ემზადება სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის მოსაპოვებლად და, სწორედ ამ მიმართულებით, შეხვედრის ფარგლებში სექტორის წარმომადგენლებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის მოსამზადებელი სასწავლო პროგრამის შესახებ.


ფოტოები