სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა ინკლუზიური გარემოს შექმნა და შეზღუდული შესაძლებლობისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის განსაკუთრებული, სახალისო და შემეცნებითი დღის ორგანიზება.
ღონისძიებამ გააერთიანა ხელოვნება, კულტურა, შემეცნებითი და ინტერაქტიული აქტივობები.
პროგრამა მოიცავდა სხვადასხვა სივრცესა და აქტივობას:
- შემოქმედებითი სივრცე;
- ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ნომრები;
- დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების შემოქმედების გამოფენა-გაყიდვა;
- ფოტოზონა;
- ანიმატორთა გასართობი შოუ;
- სახის მხატვრობა;
- ბუშტების ხელნაკეთობა;
- კოლეჯის სივრცეების დათვალიერება და პროფესიების მორგება, როგორიცაა: ლოკომოტივის მემანქანე და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.
გამოფენა-გაყიდვის სივრცე გაალამაზა სოციალურმა საწარმომ „ბაბალე“, რომელიც შეიქმნა „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ მიერ. მისი დამფუძნებლები და წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობლები არიან. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები, კერამიკა და სხვადასხვა სუვენირი.
კულტურული პროგრამა წარმოადგინეს:
- ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლმა „ქართული გენი“;
- ქართული ხალხური სიმღერა-გალობის ანსამბლმა „წმიდა ნიკოლოზის ტაძრის სამრევლო სკოლის გუნდმა“.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი გულითად მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს და განსაკუთრებულ მადლობას გამოხატავს ღონისძიებაში მოხალისეობრივი მონაწილეობისთვის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ „ქართულ გენისა“ და ქართული ხალხური სიმღერა-გალობის ანსამბლ „წმიდა ნიკოლოზის ტაძრის სამრევლო სკოლის გუნდის“ წევრების მიმართ.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მსოფლიოს ყველა ბავშვს უსურვებს წარმატებულ, ბედნიერ და ნათელ მომავალს მშვიდობიან დედამიწაზე.