მაისი 27, 2026

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში მოკლევადიან მომზადება/გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში მოკლევადიან მომზადება/გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში მიმდინარეობს რეგისტრაცია მოკლევადიან მომზადება/გადამზადების პროგრამებზე.

პროგრამები სრულად ფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ და რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, პორტალზე www.vet.ge. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ მათთვის სასურველი მიმართულება.

ლიფტების ტექნიკური მომსახურება და რემონტი

დაშვების წინაპირობა: ლიფტების ტექნიკოსად/ელექტრიკოსად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

სწავლება ხორციელდება პარტნიორ ორგანიზაციასთან – შპს „ლიფტების მართვის და მონიტორინგის ცენტრთან“ თანამშრომლობით.

პროგრამის ფარგლებში შეისწავლით:

  • ლიფტების უსაფრთხოების კომპონენტების გამართვას;
  • ლიფტების მუშა რეჟიმში ჩართვას;
  • ლიფტების ტექნიკურ მომსახურებას;
  • ლიფტების დიაგნოსტიკას, შეკეთებას, დემონტაჟი-მონტაჟს;
  • შრომის, სახანძრო და ელექტროუსაფრთხოების საკითხების გაანალიზებას.

საწყობის ლოგისტიკის სპეციალისტი

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება.

მსმენელები გაივლიან პრაქტიკულ კომპონენტს რეალურ სამუშაო სივრცეში, სს „საქართველოს რკინიგზის“ საწყობის ტერიტორიაზე.

პროგრამის ფარგლებში შეისწავლით:

  • საწყობის ტექნიკისა და აღჭურვილობის მოვლა-შენახვის წესებს;
  • საქონლის მიღებას, შემოწმებასა და ანგარიშგებას;
  • შიდა ტრანსპორტირებისა და დასაწყობების პროცესებს;
  • ტვირთების დაცულობის უზრუნველყოფას;
  • საქონლის მარკირებას, დატვირთვასა და გაცემის დოკუმენტაციის წარმოებას.

ტვირთების გადაზიდვის კონტროლის სპეციალისტი

დაშვების წინაპირობა: მინიმალური ასაკი - 18 წელი.

პროგრამა მოიცავს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჯაჭვში ტვირთების გადაზიდვის კონტროლის ძირითად მექანიზმებს, ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების მიკვლევადობასა და სადაზღვევო დოკუმენტაციის შედგენას.

დასაქმებულების დაცვა პროფესიული დაავადებებისაგან

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება.

პროგრამის მიზანია მსმენელმა შეძლოს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და პროფესიული დაავადებების პრევენცია.

პროგრამის ფარგლებში შეისწავლით:

  • საყრდენ-მამოძრავებელი, საჭმლის მომნელებელი, სუნთქვისა და გრძნობათა ორგანოების სისტემებს;
  • პროფესიული დაზიანებების შეფასებას;
  • პროფესიული რისკების კონტროლის მეთოდებს;
  • ხელითი შრომითა და მექანიკური მოპყრობით გამოწვეული საფრთხეების შეფასებასა და მართვას.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ.: 551 224 225;

E-mail: info.rtc2016@gmail.com

Web: rtc.edu.ge;

მისამართი: თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვ., Tbilisi, Georgia, 0191.


ფოტოები